Sunday, October 2, 2016

ბიზნესი და IT ინფრასტურქტურა


მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ბიზნესის წარმატება უკავშირდება გამოცდილებას, ფინანსურ რესურს და სწორად შერჩეულ ბაზრის მოთხოვნილებას, რომლის წინაშეც სურს ამ ბიზნესს დამკვიდრება. 

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, დღეს ბიზნესის წარმატების და ეფექტური მართვის განუყოფელი ნაწილია ფირმის IT ინფრასტრუქტურა და პროგრამული გადაწყვეტილებები, რომლის მეშვეობითაც იმართება ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები. 

მკითხველს მსურ გავუზიარო გარკვეული გამოცდილება ორგანიზაციის IT ინფრასტურქურის მოწყობაში და იმ დადებით მხარეებზე ვისაუბროთ, რომლის ეფექტური და ეფექტიანი დანერგვა განაპირობებს კომპანიის წარმატებას.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმენმა, რომლის ორგანიზაციის მუშაობა დამოკიდებულია კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე? როგორც წესი პირველი მოთხოვნა მათ წინაშე არის უბრალოდ კომპიუტერების შეძენა, მარტივი ქსელის აწყობა მხოლოდ იმისთვის, რომ ქსელში ინტერნეტი განაწილდეს. სხვა უფრო მნიშვნელოვან ხარჯს ერიდებიან რადგან, ან არ აქვთ წარმოდგენა თუ რა სამუშოს ასრულებს კარგად დაგეგმილი ორგანიზაციის ქსელი და ინფორმაციის შემნახველი მოწყობილებები, ან უბრალოდ ვერ აფასებენ იმ ხარჯის მართებულობას, რომელიც შესაძლოა მათთვის "გაუმართლებელ" ხარჯად არის მიჩნეული.

უპირველს ყოვლისა ორგანიცაციის მენეჯერმა უნდა იზრუნოს ქსელის ცენტრალიცაციაზე,  ეს ნიშნავს ერთიან ფიზიკურ ქსელს. კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს სახელდახელოდ აწყობილი ქსელები და ყოველ ახალ დამატებულ კადრზე (ან კომპიუტერზე) ახალი მარშუტიზატორების (swich, router) და კაბელების გაჩენა ოთახიდან ოთახებში. სწორედ ამგვარი ქსელები იწვევს გამუდმებით წყვეტებს მოწყობილობებს შორის და გაუთავებელ ქსელურ პრობლემებს, რომელიც უპირობოდ ვნებს ორგანიზაციის შეუფერხებელ მუშაობას.

ცენტრალიზაციის შემთხვევაში, 10-15 მომუშავე პერსონალის და 100კვ.მ-ის ფართობის შენობაში   ქსელის მონტაჟის სავარაუდო ფასი იქნება: 



  • მცირე ზომის კარადა (რეკი) 9-12U  -  250-300ლ
  • ქსელის კაბელი 305მ (შეკვრა) - 90 ლ
  • 24 პორტიანი ქსელის გამანაწილებელი- 200-300ლ
  • 24 პორტიანი პაჩპანელი - 55ლ
  • 24 ც 0,25 სმ პაჩკორდი რეკისთვის - 50 ლ
  • 10-15 2-3მ პაჩკორდი კომპიუტერებისთვის - 30-45ლ
  • 8-10 ორჩამრთველიანი როზეტი  (ქსელში ჩამრთველი, მონტაჟდება კედელზე, ე.წ. "კარობკა")- 50ლ (ერთ.ფასი 4,5-5,0 ლ)
  • პლასტმასის კაბელის არხი (ქსელის კაბელის სიგრძის შესაბამისად) 305მ. - 120ლ
  • სარემონტო სამუშაოების ღირებულება - 250-350ლ

  • ჩვენი სავარაუდო დათვლებით არაუმეტეს 1360 ლარის ღირებულებით გვაქვს სტანდარტული ქსელური ინფრასტრუქტურა ორგანიზებული ისე, რომ მართვისა და მუშაობის ეფექტრუ შედეგს ვიღებთ. იბადება კითხვა ორგანიზაცია, რომელიც იჯარით არის შენობაში განთავსებული და არ იცის ამ ოფისს იღებს თუ არა გრძელვადიანი იჯარით, რამდენად არის მისთვის მიზანშეწონილი ამგვარი ხარჯის გაწევა?


    ერთის მხრივს იჯარის ხელშეკრულებაში შეიძლება განისაზღვროს ამ ხარჯის გადასახადში შეყვანა, მაგრამ რეალურად ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია ორგანიზაციას შეუძლია ძირითად საშუალებად აღიაროს და ოფისის გამოცვლის შემთხვევაში უკლებლივ ყველა ინვენტარი თან წაიღოს, მხოლოდ სამონტაჟო სამუშაოების 250-350 ლარი ჩითვლება ხარჯად და შესაძლოა ქსელის კაბელის (75-90ლ)  შეძენა მოუხდეს თავიდან. 

    ქსელის ცენტრალიზება გვაძლევს, სწრაფ უწყვეტ ქსელს, რომლის მართვა ხორციელდება ეფექტურად. 1300 ლარი არ არის ის თანხა, რომლის გამოც ღირდეს იმ სიამოვნების მოკლება, რასაც ერთიანი ქსელის პირობები იძლევა.

    ზემოთ ნაჩვენები ხარჯი დათვლილია სავარაუდო ორგანიზაციის ფართობის და პერსონალის გათვალისწინებით. თუ ორგანიზაციის მონაცემები ორჯერ ან სამჯერ მეტია, ხარჯი პროპორციულად არ გაიზრდება, იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ორჯერ დიდია, ხარჯი არაუმეტეს 30% გაიზრდება

    No comments:

    Post a Comment