ჩვენი წინა სტატია ეხებოდა ორგანიზაციაში IT ინფრასტრუქტურის როლს და ერთიანი ფიზიკური ქსელის უპირატესობას. აქვე მსურს ხაზი გავუსვა ჩვენი სტატიის მიზანს! ეს ინფორმაცია განკუთვნილია ზოგადი ინფორმაციით დაინტერესებულ პირთათვის (ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მენეჯერები და ა.შ, სწორედ ამიტომ გვერდს ვუვლით ყოველგვარი ტერმინების და ტერმინოლოგიების გამოყენებას ან განმარტებას), რომელიც დაეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღებაში და არ დაუშვებენ საკუთარი ორგანიზაციის მუშაობა გამოყოფილი სერვერის გარეშე.
რა არის სერვერი?
IT ინფრასტრუქტურაში სერვერის ცნებას საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი როლი უკავია. სერვერი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ვირტუალური. ამჟამად ფიზიკური სერვერის მნიშვნელობაზე, უპირატესობებზე ვისაუბრებთ.
უცხო არ არის რომ სერვერი არის კომპიუტერი სადაც ძირითადი ინფორმაცია იყრის თავს. ეს შეიძლება, რომელიმე პროგრამის საინფორმაციო ბაზისთვის ან ორგანიზაციის დოკუმენტაციისთვის იყის განკუთვნილი (რა თქმა უნდა სხვა მრავალი დანიშნულებითაც გამოიყენება). მაგრამ ხშირ შემთხვევაში სერვერის როლი და მისი ძირითადი დანიშნულება ერთმანეთისგან არ იმიჯნება, რაც არამართებულია. სერვერის როლი ნამდვილად ზემოთ დასახელებული ფუნქციებია, მაგრამ ძირითადი დანიშნულება მისი საიმედოობა და ინფორმაციის დაცვაა დაზიანებისაგან.
2000 ლარი Ipad-ის ღირებულებაა, ხოლო სერვერში "ცოტა მეტის" გადახდა უნდა გვიღირდეს. იმ მოწყობილობაში, რომელმაც ჩვენი ორგანიზაციის ინფორმაციული კეთილდღეობა და საიმედოობა უნდა განსაზღვროს.
სერვერი ძირითადად შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს:
- სერვერზე უნდა ეყენოს არანაკლებ 4 ფიზიკური ვინჩესტერი (მინიმუმ 7200 ბრუნით).
- ოპერატიული მეხსიერება მინიმუმ 12 გბ ( შესასრულებელ სამუშაოს მიხედვით, ეს კომპონენტი არ არის გადამწყვეტი) - დღეს ახალი არქიტექტური ოპერატიული მეხსიერებები, სამჯერ მეტი მოცულობის ინფორმაციას ამუშავებენ ვიდრე იგივე ზომის წინამორბედები.
- კარგი იქნება თუ სერვერზე ორი კვების ბლოკი იქნება ინტეგრირებული.
- ლიცენზირებული ოპერაციული სისტემა.
შევჩერდებით პირველ პუნქტზე, რატომ ოთხი ვინჩესტერი? სერვერის ფუნქციური მუშაობის გათვალისწინებით, მყარ დისკებზე (ვინჩესტერებზე) არსებობს პარალელური ჩაწერის RAID სისტემა, რაც გულისხომებს ერთი და იგივე ინფორმაციის კლონირებას. ამისათვის სხვადასხვა კომბინაციები არსებობს, რომელსაც კონკრეტულ სიტუაციაში IT სპეციალისტი ირჩევს, მაგრამ მისთვის აუცილებელი კომპონენტია, რომ ინფორმაცია ერთ ვინჩესტერზე არ იყოს დამოკიდებული და მყარი დისკის დაზიანების შემთხვევაში არა თუ ინფორმაცია არ იკარგეოდეს, არამედ სერვერიც არ წყვეტდეს მუშაობას, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდეს მუშაობას და დაზიანებული მყარი დისკი სერვერის მუშა რეჟიმში იცვლებოდეს.
რაც შეეხება ლიცენზირებულ ოპერაციულ სისტემას ეს არის თითქმის იმდენადვედე მნიშვნელოვანი, რამდენადაც მთლიანად სერვერი. შესაძლოა ამაზე ვინმე შემეკამათოს და თქვას, რომ გატეხილი სისტემითაც მშვენივრად მუშაობს, მაგრამ ან არ ჰქონია ლიცენზირებულ სისტემასთან მუშაობის პრაქტიკა, ან ვერ აცნობიერებს რა ტექნიკურ მხარდაჭერას იღებს სისტემა გრძელვადიანი მუშაობისათვის.
მენეჯერი სერვერის მხარდაჭერით შეძლებს თნამშრომლებს განუსაზღვროს ფაილებზე წვდომის უფლებები. კორპორაციული მეილების კონტორლი და დარეზერვება, მხოლოდ წაკითხვის უფლებით. შეძლებს თანამშრომლის პოზიციიდან გათავისუფლების შემთხვევაში მთელი ინფორმაციის წვდომას და არ იქნება რომელიმე თანამშრომლის პირად ინფორმაციაზე დამოკიდებული. შეძლებს გასული პერიოდების ინფორმაციულ აღდგენას. ასევე გამოირიცხება პერსონალურ კომპიუტერებში ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაორმაგება.
რა ღირს სერვერი რომელიც დააკმაყოფილებს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს?
სერვერის შეძენის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს კომპიუტერული ბრენდები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე მოწინავე პოზიციები უკავია სერვერული კომპიუტერების წარმოებაში: HP და Dell ორივე კარგად ნაცნობი ფირმებია, ამათგან უკანასკნელს შედარებით ხელმისაწვდომი ფასები აქვს.
სანამ სერვერის ღირებულებას გავეცნობით, აქვე აღვნიშნავთ, არსებობს კეისის ფორმის დასადგამი სერვერები და სერვერულ კარადაში (rack) დასამონტაჟებელი სერვერები, რომელთა ფასიც გაცილებით მაღალია. წარმოვადგენთ იმ სერვერების ღირებულებას და ფასებს, რომელთაც შეძენა უახლოესი თვეების მანძილზე მოგვიწია და ეს არ ეფუძნება რომელიმე ფირმის პროდუქციის პოპულარზაციას! ქეისის ფორმის სერვერის შესაძენად დაგვჭირდება თნხა, რომლის მონაცემებია:
Dell Server PowerEdge T130 Tower Xeon E3-1230v5 (3.4GHz/8M), No RAM / No HDD -1737 ლარიდან იწყება, სადაც არ შედის ვინჩესტერების ღირებულება და მისი ფასი იწყება - (7.2K RPM / SATA) - 376.18 ლარიდან, რომელიც როგორც აღვნიშნეთ ოთხი ცალი ჭირდება სერვერს. ასევე ოპერატიული მეხსიერებების შეძენა იქნება საჭირო და მისი საწყისი ფასი (Dell 8GB GB, DDR4) - 265 ლარია. საწყისს ეტაპზე 8 GB ოპერატიული მეხსიერებაც შეიძლება საკმარისი იყოს თუ მძლავრ მენეჯერულ პროგრამებისთვის არ გამოიყენებენ სერვერს. ისიც გასათვალისწინებელია რომ ახალი არქიტექტური DDR4 ბევრად უფრო მძლავრია ვიდრე წინამორბედი ოპერატიული მეხსიერებები.
საბოლოოდ შეგვიძლია დავთვალოთ ფასი სულ: 1737 + (376x4) + 265 = 3506ლ - თამამად შეგვიძლია ვენდოთ ამ სერვერს ჩვენი ორგანიზაციის ინფორმაციული ბაზის უზრუნველყოფის საქმეში. მაგრამ ამ სერვერის უწყვეტ რეჟიმში მუშაობა არ მოხერხდება, რადგან არ აქვს დამატებითი კვების ბლოკი და online რეჟიმში ვინჩესტერების გამოცვლის შესაძლებლობა. კვების ბლოკის დაზიანების შემთხვევაში, ახალი კვების ბლოკის მონტაჟამდე სახეზე იქნება სერვერის პარალიზება. თუმცა ინფორმაცია ხელშეუხებელი იქნება. დაზღვევის მიზნით წინასწარ შეუძლია ორგანიზაციას შეიძინოს ეს ორი სათადარიგო ნაწილი, რომ სწრაფად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა.
PowerEdge R320 Intel® Xeon® processor E5-2400 2.4Ghz NoRAM, NoHD - 3700ლარიდან, რომელიც არ შეიცავს მყარ დისკებს და ოპერატიულ მეხსიერებებს. ბაზურ მონაცემებში პროცესორი არც თუ ისე მძლავრია, მაგრამ აქაც ორგანიზაციის დატვირთვაა გასათვალისწინებელი, რომელსაც ორგანიზაციის IT მენეჯერი შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში, ამ კომპონენტსაც გააძლიერებს.
Ram - 8 GB DDR3 - 620 ლარიდან, საჭიროა არანაკლებ 16 gb; HDD- 250 gb, 3.5 SAS 15000rpm - 800 ლარიდან, რომელიც ასევე ოთხი ცალი იქნება საჭირო. სულ შეგვიძლია დავთვალოთ:
3700+(2x620)+(800x4) = 8140 ლარიდან - თუმცა ამ სერვერის მონტაჟისათვის საჭიროა სერვერული კარადა, რომლის ფასი 800ლ-დან იწყება.
ასეთი ტიპის სერვერის ექსპლუატაცია 5-დან 10 წლამდე მერყეობს და მისის მუშაობა გათვლილია უწყვეტ რეჟიმზე, რომელსაც გააჩნია ორი თვსებადი კვების ბლოკი და მუშა რეჟიმში დაზიანებული მყარი დისკების გამოცვლა აღდგენა.



No comments:
Post a Comment